balneoresort

 

აი, რით უნდა ვიამაყოთ !

 

ბალნეოკუროuრტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა  ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც  დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი,  უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით.

 

დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი  უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს.

ასევე “ბალნეოკურორტი წყალტუბო” გვთავაზობს წონის კორექციის კურსსაც, რომლის პოპულარობა დღითიდღე  იზრდება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.

” ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.

https://2.bp.blogspot.com/-0Sf-fYQNTxs/XK7jjeecs5I/AAAAAAAAFA4/6KgmgsUDq-IqS6A13I93LCqk1SuGjA8BgCLcBGAs/s640/41129117_278144496130989_8255871713594572800_o.jpg

2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი , 2021-02-07